უგულავას საქმეზე ბრალდება წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმის არსებით განხილვა გაგრძელდება დღეს საქალაქო სასამართლოში. პროცესზე თბილისის განვითარების ფონდის ეპიზოდზე იმსჯელებენ.

ამ ეტაპზე გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებუელბების გამოკვლევა. სხდომაზე გამოძიება წერილობით მტკიცებულებებსაც წარადგენს.

გამოძიება გიგი უგულავას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, თბილისის განვითარების ფონდიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, თუმცა დაცვის მხარე აცხადებს, რომ დღემდე წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ყოფილი მერის ბრალეულობას აღნიშნულ საქმეში.

„გრძელდება საქმის არსებითი განხილვა. ჩვენ ვიმყოფებით ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდების მხარე ამ პროცესზე აპირებს წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას, ხოლო რაც შეეხება უკვე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, პროკურატურას არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია დღემდე, რომელიც დაადასტურებს მის ბრალეულობას აღნიშნულ საქმეზე,” – განაცხადა უგულავას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

banner
წინა სტატიაშიმზად ვარ უკრაინაში დავამარცხო კორუფცია-აცხადებს სააკაშვილი
შემდეგი სტატიაუმრავლესობა უზენაესი სასამართლოს კანდიდატის დროულად დასახელებას მოითხოვს