უგულავას მტკიცებით, პროკურატურა მისთვის ახალი ბრალის წაყენებას გეგმავს

სასამართლომ გიგი უგულავა პატიმრობაში დატოვა

 უგულავას მტკიცებით, პროკურატურა მისთვის ახალი ბრალის წაყენებას გეგმავსუგულავას ეჭვი აქვს, რომ პროკურატურა მისთვის ახალი ბრალის წარდგენისათვის ემზადება.

ეს განცხადება პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე გააკეთა.

მისი თქმით, ამ საკითხზე უკვე აქტიურ მოქმედებებს ატარებენ ფინანსური პოლიცია და პროკურატურა და მათი მიზანია, რომ ის კვლავ დარჩეს პატიმრობაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციური იქნება.

„უკვე აქტიურად დაიწყო ფინანსურმა პოლიციამ მუშაობა იმისათვის, რომ მე წამიყენონ კიდევ ერთ ბრალი, შემოვიდნენ სასამართლოში ახალი წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის მიზნით და ამას მე ვამბობ სრული პასუხისმგებლობით იმიტომ, რომ უკვე დაიწყეს აწიოკება ყველასი, ვისიც შეიძლებოდა. პროკურატურას და, სამწუხაროდ, ჩვენ პრაქტიკულად ვნახეთ სასამართლოში, რომ კონსტიტუციის ის ნორმა, რომ ბრალდებული არ შეიძლება იყოს წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტი, ესმით ისე, რომ ეს ერთ ბრალს ეხება. ხაზს ვუსვამ, პროკურატურა და სასამართლოც ემზადება იმისათვის, რომ ბრალის და დანაშაულის დადასტურების გარეშე, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, ამათი ლოგიკით ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრება იყოს წინასწარ პატიმრობაში,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე გიგი უგულავამ უარი თქვა მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის შესაძლებლობაზე, რასაც უკვე დაეთანხმა მისი ქვისლი გიორგი ღონიაშვილი, რომელიც მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

უგულავ

banner
წინა სტატიაშიკარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე აფხაზეთის რკინიგზის საკითხზეც ისაუბრებენ
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერიას აზრით, მთავრობა “უაზრო” პიარითაა დაკავებული