უგულავას ლუშკოვისადმი გაგზავნილი წერილი – რა დოკუმენტი გამოაქვეყნა ჯაბა სამუშიამ

GANCXADEBA GIGISI LUJKOVS

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ჯაბა სამუშია ოპონენეტებს მოუწოდებს, თბილისის მერიის მხრიდან მოსკოვის მერისადმი გასაგზავნი წერილით სპეკულირებისგან თავი შეიკავოს.  როგორც სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მოსკოვში თავის დროზე მისალოც წერილებს აგზავნიდა, ოლიმპიური კომიტეტის ქარტიით გათვალისწინებულ წესებზე ლაპარაკის მორალური უფლება არ აქვს.

საკრებულოს სხდომაზე მოსკოვის მერისადმი გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, კამათი საკმაოდ მწვავედ წარიმართა. საკითხი სხდომაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, მას აინტერესებს, თუ რა პოზიცია აქვს საკრებულოს უმრავლესობას დედაქალაქის მერის მიერ მოსკოვის მერთან გასაგზავნ წერილზე, რომლითაც მას თბილისში დაგეგმილ ოლიმპიურ ფესტივალზე იწვევს.

„ნაციონალების“ ამ განცხადებასთან დაკავშირებით, სამუშიამ განმარტა, რომ ოლიმპიურ თამაშებს აქვს თავისი ქარტია, რომლითაც მასპინძელი ქვეყანა იწვევს იმ ქვეყნების დედაქალაქების მერებს, რომლებიც ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობენ.

„აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, შედგა წერილის გარკვეული მონახაზი, რომელიც უნდა გაგზავნილიყო მოსკოვში, თუმცაღა ცენტრალურმა ხელისუფლებამ და მერიამ ჩათვალა, რომ მოსკოვის ხელისუფლება არ უნდა მოპატიჟებულიყო ოლიმპიურ თამაშებზე. ჩვენ შეკითხვები გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც წერილებს იქით აგზავნიდა და მოსკოვის მერს ულოცავდა დღესასწაულებს, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი დაპყრობილი ჰქონდა რუსეთს, არ აქვთ არავითარი მორალური უფლება დღეს ისაუბროს ისეთ ელემენტარულ საკითხზე, როგორიცაა ოლიმპიის ქარტიით გათვალისწინებული წესები“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ და სხდომაზე დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიერ 2007 წელს გაგზავნილი წერილი წარადგინა, რომლითაც ის იური ლუჟკოვს მერად არჩევას ულოცავს.

banner
წინა სტატიაში,,ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს სეკვეტრს ვერ დავარქმევთ, ამას კორექტირება ეწოდება”
შემდეგი სტატია“რუსეთის და საქართველოს მთავრობა ერთ სიმღერას მღერის,”- აკაკი მინაშვილი