უგვირგვინო მეფის სტატუსში მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მეფე თავის კაბინეტიდან მართავს ქვეყანას–ვალერი გელბახიანი

უგვირგვინო მეფის სტატუსში მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მეფე თავის კაბინეტიდან მართავს ქვეყანას

უგვირგვინო მეფის სტატუსში მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მეფე თავის კაბინეტიდან მართავს ქვეყანას„დღეს მთავრობას ბიძინა ივანიშვილის მიმართ აქვს ვალდებულება აღებული. ამ სახელმწიფოში ხდება ისეთი რამ, რაც მსოფლიოში არსად არ ხდება. უგვირგვინო მეფის სტატუსში მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მეფე თავის კაბინეტიდან მართავს ქვეყანას”- განაცხადა გაზეთ “ალიასთან” საუბრისას ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელბახიანმა.

მისი თქმით, ლარის კურსის ვარდნაზე და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიღოს.

“ამიტომ თუ დღევანდელ ვითარებაზე პასუხი ვინმემ უნდა აგოს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ნუ გაურბის პასუხისმგებლობას. კეთილი ინებოს და ყველა იმ დაპირებაზე აიღოს პასუხისმგებლობა რაც ქართველ ხალხს მისცა. ქართველ კაცს კუჭი რომ უხმება შიმშილით, ბანკიდან ვალი რომ აქვს აღებული და პროცენტები ეზრდება, აი ამაზე უნდა აგოს პასუხი და თუ ქართველი ხალხი ამას ჩამოუწერს, მაშინ უნდა ჰქონდეს ალტერნატივა, ან სამსახური, ან საბანკო პროცენტების გასტუმრების შესაძლებლობა და ა.შ. ფაქტობრივად დღეს ხალხს არაფერი აქვს. 10 % ცხოვრობს კარგად და დანარჩენი 90% შიმშილობს. ჩვენ დავუბრუნდით შევარდნაძის ხაზის ნიშნულს, ვაღიაროთ, რომ ლარი შევარდნაძის დროს ასე შორს არ გავარდნილა. დღეს ლარი ისე გარბის, ცხენით რომ გაეკიდო, ვერ დაეწევი”,- აღნიშნა ვალერი გელბახიანმა.

banner
წინა სტატიაშილარი მცირედით ისევ გაუფასურდა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი შსს-ს თანამშრომელი იყო