ტყვარჩელის თეატრის გახსნაზე კულისებში კვამლი გაჩნდა

ტყვარჩელის თეატრის გახსნაზე კულისებში კვამლი გაჩნდატყვარჩელის თეატრალური სეზონის გახსნა კულისებში გაჩენილი ხანძრის გამო ჩაიშალა.
სეზონი ყირგიზი დრამატურგის მარა ბაიჯიევის „შაბათი საღამოთი“ გაიხსნა. სპექტაკლის მსვლელობისას კულისებში კვამლი გაჩნდა. გამოცხადებული ევაკუაციის შემდეგ მაყურებლები ქუჩაში გავიდნენ.
კვამლის მიზეზების დადგენის შემდეგ მაყურებლები დარბაზს დაუბრუნდნენ და სპექტაკლი განახლდა. ახალ გარემონტებულ, 412 კაციან  დარბაზში მაყურებელთა რაოდენობა 30 კაცს არ აღემატებოდა.მაყურებელთა სიმცირეს თეატრის დირექტორი მიგრაციით ხსნის.

შეგახსენებთ, რომ  სარემონტო სამუშაოები ტყვარჩელის თეატრში სამი წელია მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგაიცანით: ბარაკ ობამას ძმა და ისრაელის მტერი
შემდეგი სტატიასინგაპურის ექსპრემიერი ლი კუან იუ 91 წლის ასაკში გარდაიცვალა