ტრისტან წითელაშვილს საღებავი შეასხეს

tristanფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით დღეს, ვაკის პარკში მისულ პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილს საღებავი შეასხეს.
მომხდარის გამო დაკავებულია ერთი პირი, რომლის მიმართ აღძრულია საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.

როგორც წითელაშვილმა განაცხადა, მას საღებავი ვაკის პარკში შესვლისას “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლებმა შეასხეს, რის შემდეგაც მათთან ფიზიკური დაპირისპირებდა მოუხდა.
მისივე ინფორმაციით, ვითარება პოლიციამ განმუხტა, თუმცა თავად არ აპირებს ინციდენტი უპასუხოდ დატოვოს.
„ გპირდებით, ყველა აგებს პასუხს ამ უმსგავსობის გამო. ეს გაყიდული ახალგაზრდები არიან და მე მათ აუცილებლად მოვთხოვ პასუხს”, – განაცხადა წითელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ გამოფენა „ჩვენ გავიმარჯვეთ“ დაარბია
შემდეგი სტატიარატომ დააკავეს გიორგი ჭანტურია?