ტრამპმა კონკურენტს “იდიოტი” უწოდა

ტრამპმა კონკურენტს

ტრამპმა კონკურენტს "იდიოტი" უწოდაამერიკელმა მულტიმილიონერმა დონალდ ტრამპმა, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას, საკუთარ მოწინააღმდეგეს სამხრეთ კალორინადან, ლინდს გრემს, “იდიოტი” უწოდა და მისი პირადი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა.
სამხრეთ კაროლინაში გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ გაიგო ერთხელ გრემმა როგორ უწოდა მას “საქონელი”. მან ასევე გაიხსენა, როგორ დაურეკა რამდენიმე წლის წინ გრემმა და სთხოვა მისი სახელი ეხსენებინა სატელევიზიო შოუში პოზიტიური კუთხით.
ტრამპმა გრემის ნომერი გაასაჯაროვა და შეხვერდაზე მყოფებს მოუწოდა მას დაურეკონ. მოგვიანებით სენატორის ოფისში დაადასტურეს, რომ ნომერი ნამდვილად გრემს ეკუთვნის.

The Washington Post-ის და ABC-ს გამოკითხვების მიხედვით ტრამპს რესპუბლიკელებში პირველი ადგილი უჭირავს. რესპუბლიკელებიდან სულ 15 კანდიდატია წარდგენილი 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: სამწუხაროდ ქვეყანა იმართება კულვარებიდან
შემდეგი სტატიაჩხუბი თვითმფრინავში, ჰონგკონგ-ვლადივოსტოკის რეისზე… (VIDEO)