ტრამპმა ესპანურენოვანი ჟურნალისტი პრესკონფერენციიდან გააგდო

ტრამპმა ესპანურენოვანი ჟურნალისტი პრეს-კონფერენციიდან გააგდო

ტრამპმა ესპანურენოვანი ჟურნალისტი პრეს-კონფერენციიდან გააგდოაიოვას შტატში დონალდ ტრამპის პრესკონფერენციაზე მორიგი სკანდალი მოხდა. ჟურნალისტებთან შეხვედრიდან ერთ-ერთი გავლენიანი ჟურნალისტი გააგდეს. პრეზიდენტობის კანდიდატმა ხორხე რამოსს, რომელიც ტელეკომპოანია Univision-ის წამყვანია, შეკითხვის დასმის უფლება არ მისცა.

“დაჯექით, თქვენთვის სიტყვა არ მიუციათ. წადით” – განაცხადა ტრამპმა.
“მე შეკითხვის დასმის უფლება მაქვს” – უპასუხა რამოსმა.
შემდეგ ტრამპის მითითებით უშიშროების სამსახურმა ჟურნალისტი დარბაზიდან გააძევა. რამოსის შენობიდან გაყვანამდე მას ტრამპის ერთ-ერთმა მომხრემ დაუძახა: “წაეთრიეთ აქედან. დაბრუნდით საკუთარ ქვეყანაში”.

ხორხე რამოსმა, რომელიც Univision-ის წამყვანია, განაცხადა, რომ ის ამერიკის მოქალაქეა.

ტელეკომპოანია АВС-ის კორესპონდენტის შეკითხვაზე, იყო თუ არა მისი რეაქცია ადეკვატური, ტრამპმა, თვალის დაუხამხამებლად ყველაფერში რამოსი დაადანაშაულა.

“ვფიქრობ, რომ ადრე შევხვედრილვარ მას – მან, უბრალოდ ყვირილი დამიწყო. და ის მე რა გამიყვანია – თქვენ, ალბათ დაცვას უნდა დაელაპარაკოთ, რომელმაც ის გაიყვანა. ცხადია, რომ მას არ მისცეს სიტყვა, ის კი უბრალოდ ადგა და ყვირილი დაიწყო. ასე, რომ იცით, შესაძლებელია ისიც იყოს დამნაშავე” – განაცხადა ტრამპმა.
საბოლოო ჯამში რამოსს დარბაზში დაბრუნება სთხოვეს და ასევე ნება დართეს ტრამპისთვის საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით შეკითხვა დაესვა: “როგორ აპირებთ 1900 მილის საზღვარზე კედლის აშენებას”
ტრამპმა მას უპასუხა: “ეს ადვილია. მე სახლებს ვაშენებ”.
რამოსი: “ეს დროის და ფულის უაზროდ ხარჯვაა”.
ტრამპი – “ეს თქვენ ფიქრობთ ასე. ბევრი ასე არ ფიქრობს. მეც ასე არ ვფიქრობ”.

პარალელურად ტრამპმა Fox News-ის წამყვანს მეგან კელლის ტვიტერზე “შემკობა” გააგრძელა. მან დაწერა, რომ შოუ მის გარეშე მეტად საინტერესო იყო. ასევე, მან უარი განაცხადა წამყვანის წინაშე ბოდიშის მოხდაზე, არხის ხელმძღვანელის როჯერ აილსის მოთხოვნის მიუხედავად.

“მეგან კელლი – ეს ძალიან პატარა ელემენტია ჩემს ცხოვრებაში. მე არაფერი მესაქმება მასთან და მე ბოდიშსაც არ მოვიხდი. იდეაში, ბოდიში მას აქვს მოსახდელი, მაგრამ ჩემთვის სულერთია” – განაცხადა ტრამპმა.
სოციალურ ქსელებში ტრამპის მოქმედებებს დიდი გამოხმაურება მოყვა. ერთ-ერთი მომხმარებლის თქმით, “ტრამპს პრეზიდენტად არჩევა იგივეა, რაც მაიმუნისთვის დატენილი იარაღის მიცემა. მაგრამ ტრამპის იარაღში ატომური ბომბებია”.
სკანდალების მიუხედავად, ტრამპს რესპუბლიკელებიდან ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს.

banner
წინა სტატიაშიჯარისკაცი, რომელიც თვალს არ ახამხამებს
შემდეგი სტატიახანძარია ამ წუთებში დიდუბეში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე