ტიკრიტში სადამ ჰუსეინის ნეშტი გადამალეს

ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინი, კოალიციური ძალების მიერ დამხობისა და საერთაშორისო სასამართლოზე გასამართლების შემდგომ შამოახრჩვეს… გვამი კი მის ახლობლებს გადასცეს. ახლობლებმა სადამის დაბალზამებულ ნეშტს, მისი მომხრეების მიერ, სადამის მშობლიურ ქალაქ ტიკრიტში აშენებულ მავზოლიუმში მიუჩინეს  სამუდამო ბინა.

თავად სადამ ჰუსეინს იმდენად უყვარდა მშობლიური ტიკრიტი, რომ ის თავის სახელ და გვარს ,,სადამ ჰუსეინ ატ-ტიკრიტი,, თ წერდა.

ერაყში და სირიაში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების  შედეგად ჩამოყალიბებულმა  ,,ისლამური სახელმწიფოს,, ტერორის მეომართა დაჯგუგებამ, ამ ქვეყნების გარკვეული ტერიტორია, საკუთარ  კონტროლქვეშ მოაქცია… ამ ტერიტორიებში მოექცა ასევე სადამის მშობლიური ქალაქი ტიკრიტი, რომელსაც თითქმის წელიწადია ისლამისტები აკონტროლებენ…

გასულ კვირას, ერაყის სამხედროებმა კოალიციური ავიაციის მხარდაჭერით, მასშტაბური ოპერაცია დაიწყეს ამ ქალაქის ისლამისტებისაგან გასანთავისუფლებლად, რასაც ორმხრივი გააფრთებული ბრძოლები მოყვა… ტიკრიტში გამაგრებული ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო ერაყული არტილერია და მას მიყვა კოალიციური ავიადარტყმები… ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება. არაბული წყაროების ცნობით, ტიკრიტის დაბომბვას შეეწირა სადამ ჰუსეინის მავზოლიუმი… ის ბოლომდე დანგრეულია. გავრცელებული ინფორმაციით, სადამის ნეშტი მავზოლიუმში არ იყო… წყაროები აცხადებენ, რომ მისი ნეშტი კარგა ხნით ადრე, ისლამისტების მხრიდან ვანდალიზმის შიშით, მისმა მომხრეებმა გადამალეს და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელია უცნობია.

 

 

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიარაულ ხაჯინბამ თავისი პრემიერმინისტრი გადააყენა