ტეხასის შტატის პოლიციამ 14 წლის მოზარდი საათის გამო დააკავა…

აშშ-ს ტეხასის შტატში პოლიციამ 14 წლის მოზარდი მას შემდეგ დააკავა, რაც საათის მექანიზმი, რომელიც ბიჭმა გააკეთა, მასწავლებელმა ასაფეთქებელ მოწყობილობად მიიღო.

აჰმედ მოჰამედმა ამერიკულ მედიას განუცხადა, რომ საათი სახლში გააკეთა და ის საინჟინრო საქმის მასწავლებლებს მოუტანა სკოლაში, რომ ეჩვენებინა. მისივე განცხადებით, მასწავლებელმა იფიქრა, რომ მექანიზმში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული და სკოლის ხელმძღვანელობას შეატყობინა ბიჭის ნაკეთობის შესახებ.
მოჰამედის თქმით, მის მასწავლებელს მოეწონა მოსწავლის ნაკეთობა, მაგრამ ურჩია, რომ ის კლასელებისთვის არ ეჩვენებინა.

მოზარდის მამამ, მისი შვილის მიმართ მომხდარი მათ სარწმუნოებას დაუკავშირა და ხელისუფლება დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

ამერიკულ-ისლამური საბჭოს განცხადებით, ისინი სწავლობენ მომხდარ შემთხვევას.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი სკოლას სამი დღით ჩამოაშორეს.

პოლიციის წარმომადგენლის ჯეიმს მაკლელანის განცხადებით, დაკითხვაზე ბიჭმა თქვა, რომ მან მოწყობილობა საათისთვის დაამზადა, თუმცა ვერ ახსნა როგორ უნდა გამოეყენებინა ის.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარებას ვერ ახერხებენ
შემდეგი სტატიარა მიზნით მოხდინა ტურავამ თავის არიდებ –საქმის მოკლვევა ჩატარდება