ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსი“ ხელოვან პოლიციელს უმასპინძლებს

teqagასეთი შესაძლებლობის ადამიანებზე ამბობენ – მიეცი ნიჭსა გზა ფართო. ასეთ ადამიანებს აფასებენ, ასეთი ადამიანები უყვართ!
დიახ, ის ნიჭიერია! დიახ, მან შესძლო ის, რაც შეიძლება ბევრისთვის შეუძლებელია და ის ამიტომ ბევრს უყვარს. სწორედ ამ სიყვარულის გამო მას მეგობრები 29 მაისს, 17 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა “უნივერსში” თექის ნამუშევრების გამოფენას უწყობენ.
ახლა თქვენ იტყვით, გამოფენაზე იწვევენ და აბა სადაა ნიჭიო. არა, ეს მისთვის, ამ ნიჭიერი ადამიანისათვის იქნება, სიურორიზი. გალერეა „უნივერსში“ მეგობრები დიანა ნაფეტვარიძეს მისი ნამუშევრების პირველ გამოფენაზე იწვევენ.
ახლა თქვენ იტყვით დიდი ამბავი, მხატვარმა გამოფენა თუ მოაწყოო. საქმე ისაა, რომ დიანა ნაფეტვარიძე პროფესიით მხატვარი არაა. მან ჯერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი და იგივე ფაკულტეტის ასპირანტურა დაამთავრა, შემდეგ იურისტის პროფესიას დაეუფლა და დღეს კი შსს სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოში (წითელი ხიდი) მუშაობს, არის მასტერ-სერჟანტი.
გამოფენაზე „უნივერსში“ დიანა ნაფეტვარიძის თექაზე ნამუშევრების ერთი ნაწილი იქნება გამოტანილი. აღსანიშნავია, რომ მასტერ-სერჟანტი ხელოვნების ამ დარგს ანა ჩარგიანის სტუდიაში დაეუფლა.

banner
წინა სტატიაში“პარლამენტი ზრდის პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხს,” – ეკა ბესელია
შემდეგი სტატია„ამ პარტიის რეალური დაშლის პროცესი დიდი ხნით ადრე დაიწყო,“-ეკა ბესელია ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს