ტერორისტულმა ორგანიზაციის ,,ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოს,, მედიარესურსების სტუდია ,,ალ-ჰაიატმა,, ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ორი ფსბ-ს გაშიფრული აგენტის დაკითხვა და მათი მკვლელობაა აღბეჭდილი.

ტერორისტულმა ორგანიზაციის ,,ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოს,, მედიარესურსების სტუდია ,,ალ-ჰაიატმა,, ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ორი ფსბ-ს გაშიფრული აგენტის დაკითხვა და მათი მკვლელობაა აღბეჭდილი.

ტერორისტულმა ორგანიზაციის ,,ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოს,, მედიარესურსების სტუდია ,,ალ-ჰაიატმა,, ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ორი ფსბ-ს გაშიფრული აგენტის დაკითხვა და მათი მკვლელობაა აღბეჭდილი.ტერორისტულმა ორგანიზაციის ,,ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოს,, მედიარესურსების სტუდია ,,ალ-ჰაიატმა,, ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ორი ფსბ-ს გაშიფრული აგენტის დაკითხვა და მათი მკვლელობაა აღბეჭდილი.
ვიდეოზე, რომელიც რუსულენოვანია, გაშიფრული აგენტები, ყაზახი ეროვნების ჯამბულატ მამაევი და სერგეი აშიმოვი, აღიარებით ჩვენებას იძლევიან და ამბობემ თუ ვინ იყო ფსბ-ში მათი კურატორები და რა დავალებები ჰქონდა მათ. ვიდეოს მეორე ნახევარში, ჩანს გაშლილ ბუნებაში სახედაუფარავი შეიარაღებული წვერებიანი მებრძოლის გვერდით პატარა ყაზახი ეროვნების ბავში პისტოლეტით ხელში და მათ წინ ხელებშეკრული და დაჩოქილი მამაევი და აშიმოვი. წვერებიანი მებრძოლი გამაფრთხილებელ იდეურ მიმართვას აკეთებს მუსლიმებისა და მათი მტრების მიმართ, რაც შეიძლება საპასუხო მიმართვა იყოს, ადრე რამზან კადიროვის მიერ გაკეთებული განცხადებისა, რომ რუსეთს ,,ისლამურ სახელმწიფოს,, შემადგენლობაში მრავალი აგენტი ყავს და შეუძლია ნებისმიერი მათი ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინოს.
ვიდეოს დასასრულს, მებრძოლი ნიშანს აძლევს პისტოლეტით შეიარაღებულ პატარა ყაზახს და ის ხელებშეკრულ აგენტებს თავში რამდენიმე გასროლიტ კლავს… ეპილოგში კი არაბულად დასმულ კითხვაზე, თუ ვინ უნდა გამოხვიდე შენ, ყაზახი ბავშვი არაბულადვე პასუხობს: ,,მე ვიქნები ის ვინც ხოცავს ურწმუნოებს, მე ვიქნები მუჯაჰედი, ინშალლაჰ,,
საერთო ჯამში კი ეს ვიდეო (რომელიც საკმაოდ მაღალი ხარისხით არის გადაღებული) ჩვეულებრივი პროპაგანდისტული კლიპია, რომლის გამავრცელებლებიც, როგორც რუსეთის მხრიდან შესაძლო აგენტებზე ზემოქმედებას, ასევე თინეიჯერული ასაკის მუსლიმების განწყობებზე ზეგავლენას ისახავს მიზნად

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოს დელეგაცია იტალიაში მამა ილია კარტოზიას ცხედრის გადმოსასვენებლად მიემგზავრება
შემდეგი სტატია“თაიმერი” გილოცავთ ძველით ახალ წელს