“ტერორიზმთან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა,“ – არჩილ თალაკვაძე

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვას ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ტერორიზმთან ბრძოლა არის გლობალური გამოწვევა. არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, უწყება აქტიურად ახორციელებს ინფორმაციის გაცვლას და თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან.

“ჩვენ არაერთი მიმართულებით ვმოქმედებთ და ეს არის კანონმდებლობის ადაპტირება ახალ რეალობაზე, ეს არის ჩვენი თანამშრომლების გადამზადება და რაც მთავარია, ეს არის რადიკალიზაციის წინააღმდეგ მიმართული სხვა პროგრამები – სოციალური, სპორტული პროგრამები, იმ ტერიტორიებზე, სადაც არსებობს რადიკალიზაციის საფრთხე და ამ შემთხვევაში ხეობაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო დგას იმ ხაზზე, სადაც დანარჩენი მთავრობები, თუნდაც ევროპაში და მოქმედებს იმ მეთოდებით, როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირის სივრცეში. ტერორიზმთან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგია სოსანაშვილის ადვოკატი რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას მოითხოვს
შემდეგი სტატიაშპს „რუსთავის ფოლადი“ კომპანიიდან რამდენიმე ასეული თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებს