ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სახალხო დაცვის რაზმების მოსამსახურეთა ოჯახებს, შესაძლოა, სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნოთ

კანონით დადგენილი სოციალური დაცვის მექანიზმები, შესაძლოა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული სახალხო დაცვის რაზმების მოსამსახურეთა ოჯახის წევრებზეც გავრცელდეს.
ასეთი ინიციატივა, რომელიც ცვლილებების “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” კანონში ასახვას ითვალისწინებს, პარლამენტს ფრაქციამ “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი” შესთავაზა.
პროექტის მიხედვით იმ პირთა ჩამონათვალი ფართოვდება, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების პერიოდში დაიღუპნენ და მას სახალხო დაცვის რაზმების დაღუპული მოსამსახურეები ემატება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სახალხო დაცვის რაზმების დაღუპული მოსამსახურეების ოჯახებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება ექნებათ.
პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ასეთი ოჯახები მიიღებენ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონით განსაზღვრულ ყოველთვიურ კომპენსაციას – 1000 ლარის ოდენობით.

banner
წინა სტატიაშისოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტის გატეხვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაბარაკ ობამას 5 ციტატები ბიბისისთან ინტერვიუდან