ტერაქტი პარიზში – ეჭვმიტანილების ვინაობა დადგენილია

რამდენიმე საათის წინ საფრანგეთის პოლიციამ იმ ორი ადამიანის ფოტო გაავრცელა, რომლებიც გუშინ პარიზში, ჟურნალის რედაქციაზე განახორციელეს თავდასხმა. ძებნილები არიან 34 და 32 წლის ძმები კუაშები. პოლიციამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მათ აქვთ შეიარაღება და საშიშები არიან.
მესამე, 18 წლის ეჭვმიტანილი, როგორც ფრანგული პრესა იტყობინება, პოლიციას ჩაბარდა, გავრცელებული ინფორმაციით ის ამბობს, რომ მომხდართან კავშირში არ არის.
მისმა მეგობრებმა სოციალურ ქსელებში დაწერეს, რომ მომხდარის დროს 18 წლის ამიდ მურადი სკოლაში იყო.
ოფიციალურად ეს დაკავება არ არის დადასტურებული.
შარიფ კუაში 2008 წელს სასჯელს იხდიდა ტერორიზმის მუხლით ერაყში აჯანყებულების მხარდაჭერისთვის. მან ციხეში წელიწადნახევარი დაჰყო.
სატირული ჟურნალზე მომხდარი შეიარაღებული თვდასხმის შემდეგ პარიზში სამხედროების მობილიზებაც მოხდა. ისინი პრესის ოფისებს, ტაძრებს, ტრანსპორტს და სხვა ობიექტებს იცავენ. საფრანგეთმა ტერორისტული უსაფრთხოების უმაღლესი ზომები შემოიღო.
მიმდინარეობს ოპერაციები Charlie Hebdo-ზე თავდამსხმელების დასაკავებლად, რომლის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა.
მასმედიაში გავრცელდა პოლიციელის ფოტო, რომელიც რეიმში ერთ-ერთ სახლს ჩხრეკს, სადაც სავარაუდოდ ცხოვრობდა ეჭვმიტანილი.
საფრანგეთში გლოვის დღეებია გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიქრისტეშობის დღესასწაული ავღანეთში
შემდეგი სტატია“ნაიკი” ლეგენდარული ბოტასების წარმოებას იწყებს