ტელეკომპანიამ ცილისმწამებლური ინფორმაცია უნდა შეასწოროს

ტელეკომპანიამ ცილისმწამებლური ინფორმაცია უნდა შეასწოროს

შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ ზურაბ არსოშვილმა პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაზე მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამო, შესაძლოა, ტელეკომპანია “თრიალეთს” უჩივლოს. როგორც ზურაბ არსოშვილმა სოფელ ატენში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ტელეკომპანიამ მის მიმართ გამოთქმული ცილისმწამებლური ინფორმაცია უნდა შეასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამორიცხავს, რომ დავა სასამართლოში გაგრძელდეს.
მისივე თქმით, აღნიშნულ სოფელში სახლის მშენებლობა 7 წლის წინ დაიწყო, თუმცა, უსახსრობის გამო, რამდენიმე წელია მშენებლობა შეჩერებულია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისურვებდა, რომ გუბერნატორმა ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლოს და ბოდიში მოახდევინოს.

Trialeti

ზურაბ რუსიშვილთან დაკავშირებით პრემიერს შეკითხვა “თრიალეთის” ჟურნალისტმა დაუსვა. ჟურნალისტი დაინტერესდა თუ ვის ევალება კონტროლი, რომ რეგიონში გუბერნატორმა საქმე აკეთოს და არა ბიზნესი, რადგან ზურაბ რუსიშვილი ფეშენებელურ სახლს იშენებს ატენის ხეობაში და ბიზნესინტერესები აქვს სასტუმროში, რომელიც ახლა შენდება. მისივე თქმით, მოსახლეობა რუსიშვილის მუშაობით უკმაყოფილოა და აცხადებენ, რომ გუბერნატორი სამუშაო კაბინეტიდან მხოლოდ მაშინ გამოდის, როდესაც რეგიონში მინისტრები ჩადიან.
“გუბერნატორი იმდენად უპასუხისმგებლოა, რომ ზის კაბინეტში, აშენებს სახლს კაბინეტიდან გაუსვლელად, ბიზნესები და სასტუმროები აქვს? თქვენ ჟურნალისტი ხართ მაგრამ ყველაფრის უფლება არ გაქვთ. ის რომ ადამიანს ცილი დასწამოთ, ის რომ ბრალი წაუყენოთ უსაფუძვლოდ არ შეიძლება. თუ გაქვთ ფაქტები წარმოადგინეთ. მოვუწოდებ გუბერნატორს, რომ გააკეთოს განმარტება. ან უარყოს ან დაადასტუროს ფაქტები. თქვენ ითხოვთ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან პატივისცემას. ისე გამოდის, ჩვენ პატივს გცემთ, თქვენ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებთ და ბრალს გვდებთ კორუფციასა და ძალიან ცუდ რაღაცეებში. მე ვისურვებდი, რომ გუბერნატორმა გიჩივლოთ სასამართლოში და ბოდიში მოგახდევინოთ”, – განაცხადა პრემიერმა.
მანვე შესთავაზა ჟურნალისტს, რომ თუ დასახელებული ფაქტებიდან არც ერთი დადასტურდება, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, ხოლო თუ დადასტურდება, თავად პრემიერი მოახდენს რეაგირებას.

banner
წინა სტატიაშიზურა ჯაფარიძე -ჩვენ კვლავ ვიხილეთ ივანიშვილის პირადი მსახურის მორიგი ტყუილების კასკადი და უტიფარი განცხადებები
შემდეგი სტატიალატვიაში მარიხუანის ლეგალიზაციაზე ფიქრობენ