ტელევიზორებისა და გამათბობლების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

სამართალდამცველებმა ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ალექსანდრე ს.-მ 2015 წლის 3 თებერვალს, ღამით, ფარულად შეაღწია ტექნიკის სახლ „ოქეი“-ში, 13 ტელევიზორი და 6 ელექტროგამათბობელი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 29 იანვარს ალექსანდრე ს.-მ სავაჭრო ცენტრ „სმაილი“-დან კიდევ 6 ტელევიზორი მოიპარა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მოპარული ტექნიკის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა, არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა
შემდეგი სტატიასამტრედიასთან მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი ქალის ვინაობა ცნობილია