ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონმინდა ვისურვო, რომ ყველა ტელეკომპანიამ საკუთარი პოლიტიკა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს და არავის ჰკითხოს, როცა რაიმე თოქ-შოუს ხსნის ან ხურავს, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ტელეკომპანია “იმედში” პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის გადაწყვეტილებას.
უსუფაშვილის თქმით, წინასაარჩევნო წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ.
“მინდა ვისურვო, რომ ყველა ტელეკომპანიამ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკა, არ ჰკითხოს არავის, როცა რაიმე თოქ-შოუს ხსნის, არ ჰკითხოს არავის, როცა რაიმე თოქ-შოუს ხურავს, არ მიიღოს არანაირი რჩევები და რეკომენდაციები, რომელი ჟურნალისტი აიყვანოს სამსახურში, ან რომელ ჟურნალისტთან გაწყვიტოს კონტრაქტი. როდესაც საქმე პოლიტიკურ თოქ-შოუებს ეხება, მათი გახსნაც, მათი მოდიფიცირებაც, მათი დახურვაც მყისიერად გარკვეულ პოლიტიკურ ელფერს იძენს. ვისურვებ, რომ ყველა ამ საკითხში ყველამ სათანადო სიცხადე შეიტანოს. ვისაუბროთ ფაქტებით, არგუმენტებით და გავაგრძელოთ ცხოვრება. წინასაარჩევნო წლის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა ტელეარხმა არა თუ შეამციროს პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდოს, მაგრამ ვისი მეშვეობით გაკეთდება, რა ფორმატით, რა სტილის გადაცემებით, ამის თაობაზე თავად ტელეკომპანიები უნდა ჩამოყალიბდნენ”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლიას „რეაქცია“ რუსების დაკვეთით დახურეს?