ტარიელ ხეჩიკაშვილი – ფეხბურთის გურმანებს ძალიან დიდი საფეხბურთო ზეიმი ელოდებათ

ძალიან დიდი საფეხბურთო ზეიმი ელოდება საქართველოს, ფეხბურთის გურმანებს, – ამის შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა სუპერთასის ხვალინდელი მატჩის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ღონისძიებას სრულ მზადყოფნაში დახვდა. “ძალიან დიდი საფეხბურთო ზეიმი ელოდებათ საქართველოს, ფეხბურთის გურმანებს. ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი საფეხბურთო საზოგადოებისთვის და გვახარებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო, საორგანიზაციო კომიტეტი მატჩს სრულ მზადყოფნაში დახვდა. ამას უკვე უცხოელი ექსპერტები და, რაც ყველაზე მთავარია, უეფა-ს წარმომადგენლები აღიარებენ. გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, მსოფილო დონის ვარსკვლავები იხილონ. სტადიონი უსაფრთხოა, დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ყველა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს ნორმები”, – აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “ბარსელონა” ევროპის ლიგის გამარჯვებულ “სევილიას” უეფა-ს სუპერთასის მატჩში ხვალ დაუპირისპირდება. მატჩი “დინამო არენაზე” თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ქიბარ ხალვაშის სარჩელი “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღი
შემდეგი სტატიაე.წ. კორტების საქმის განხილვა სასამართლოში 12 აგვისტოს განახლდება