ტარიელ ხეჩიკაშვილი – ოლიმპიური სოფელი ჰქვია, მაგრამ, რეალურად, ქალაქში გაშენდა ახალი ქალაქი

ოლიმპიური ტერმინოლოგიით ოლიმპიური სოფელი ჰქვია, მაგრამ, რეალურად, ქალაქში გაშენდა ახალი ქალაქი, – ამის შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ჟურნალისტებს ოლიმპიური სოფლის გახსნის შემდეგ განუცხადა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიურ სოფელში დევნილები განთავსდებიან. ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, სპორტულ კომპლექსებში დევნილებს საშუალება ექნებათ სპორტული თვალსაზრისითაც მოემზადონ და ქართულ სპორტულ ოჯახს შეემატონ.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საუცხოო პირობებით ჩვენი ლტოლვილები ისარგებლებენ. დარწმუნებული ვარ, ამ პირობებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები შევსებას მისცემენ ქართულ სპორტსაც”, – აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
რაც შეეხება დევნილების შერჩევის პრინციპს, ხეჩიკაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე დევნილთა სამინისტრო ისაუბრებს. მისივე თქმით, მთავარია, რომ სამართლიანობა იქნება დაცული და მთავრობა დევნილებზე ზრუნავს.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფელი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. პრემიერმა ოლიმპიური სოფლის მერის პოსტზე ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი წარადგინა.

banner
წინა სტატიაშილევან კობიაშვილი – ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღირსეულად ჩავატაროთ ეს დღეეები
შემდეგი სტატიადავით ნარმანია – ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ობიექტების ერთი ნაწილი დევნილებს გადაეცემა