ტარიელ ხეჩიკაშვილი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით რაიმე საშიშროების საფრთხეს ვერ ხედავს

სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით რაიმე საშიშროების საფრთხეს ვერ ხედავს.
კითხვა ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც დღეს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ოლიმპიური ფესტივალის მშვიდ გარემოში ჩატარებას ისევე, როგორც ეს მოხდა სოჭის ოლიმპიადის შემთხვევაში და საქართველომაც დიდი როლი ითამაშა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
“რამდენადაც ცნობილია ჩვენთვის, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები სათანადო დონეზე არიან მზად და ამ ეტაპზე რაიმე დამატებითი აუცილებლობა არ არის. თუ იქნება ამის აუცილებლობა, თვითონ განსაზღვრავენ უსაფრთხოების სამსახურები”, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური – გპირდებით, თუ პოლიციელები დამნაშავეები იქნებიან, აუცილებლად დაისჯებიან
შემდეგი სტატია„რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის მხოლოდ ალტერნატიულია“