ტარანტინომ “ნამდვილი დეტექტივი” და “ოსკარზე” ნომინირებული ფილმები გააკრიტიკა

ტარანტინომ

ტარანტინომ "ნამდვილი დეტექტივი" და "ოსკარზე" ნომინირებული ფილმები გააკრიტიკაკვენტინ ტარანტინომ სერიალ “ნამდვილ დეტექტივსა” და დრამებზე, რომლებიც უკანასკნელი წლები “ოსკარზე” გამოთქვამენ პრეტენზიას, საკუთარი დამოკიდებულება დააფიქსირა. მან ასევე, აღფრთოვანება გამოთქვა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიმართ. კინემატოგრაფთან ინტერვიუ New York Magazine-მა გამოაქვეყნა.

“ვცდილობ ვუყურო “ნამდვილ დეტექტივს”, მაგრამ პირველი სეზონის პირველივე სერიას დავნებდი. ძალიან მოსაწყენია. მეორე სეზონი უბრალოდ საშინელებაა, ტრეილერი ვნახე. ლამაზი მსახიობები ცდილობენ ულამაზო გამოჩნდნენ და ისე დადიან, თითქოს მათ მხრებზეა მთელი დედამიწის სიმძიმე. ყველაფერი ისე სერიოზულადაა, და ისინი ისეთი დატანჯულები და უბედურები არიან ულვაშებით და ძველ ტანსაცმელში” – განაცხადა ტარანტინომ.
რეჟისორმა აღიარა, რომ დრამები, რომელთაც “ოსკარის” პრეტენზია აქვთ, არანაირ მიღწევას არ წარმოადგენენ და თქვა, რომ 1990-იანი წლების კინო მეტად დამოუკიდებელი და პოპულარული იყო.
ინტერვიუში მსახიობი ისეთ თემებსაც შეეხო, რომელიც კინოსთან არანაირ კავშირში არ არის. მან შეაქო აშშ-ს პერზიდენტი ბარაკ ობამა და თქვა, რომ ობამას ქვეყნის ისტორიაში მისთვის ყველაზე საყვარელ პრეზიდენტად თვლის. ტარანტინოს აზრით, ობამამ ბოლო წლებში თავისი პოლიტიკური აქტიურიობებით ყველა კრიტიკას გაუძლო და პასუხი გასცა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში სამკურნალოდ წაყვანილი ბავშვი გარდაიცვალა, ცხედარს კი ვერ პოულობენ
შემდეგი სტატიაპატრიოტიზმი ,როგორც ჩანს, გაიგივებულია ხის უკანონო ჭრასთან