ტაილანდი: რეკორდული წლები სოცქსელში მეფის შეურაცხყოფისთვის

ტაილადის მცხოვრებს სოციალურ ქსელ ფეისბუქზე მონარქის შეურაცხყოფისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბანკოკის სამხედრო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ექვსი გამოქვეყნებული პოსტის გამო მიიღო.
ტაილანდში მკაცრად დასჯადია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მეფეს და მის ოჯახს შეურაცხყოფს. კანონის თანახმად, ბრალდების ყოველ პუნქტს შესაძლებელია 15 წელი დაემატოს.
ადვოკატის თქმით, ტაილანდში მკვეთრად გაიზარდა მსგავსი შემთხვევები, როცა მონარქის შეურაცხყოფისთვის მოქალაქეებს დევნიან.
86 წლის მეფე პუმიპონ ადულიადეტი მონარქებიდან უხუცესია.

banner
წინა სტატიაშიგაერო სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამოძიებას იწყებს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ ოკუპაციის შეჩერება და არა დეოკუპაცია