ტაივანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა

ტაივანის დედაქალაქთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა. ამის შესახებ გამოცემა “ინდეფენდენთი” იტყობინება.

მაშველებმა თვითმფრინავის “შავი ყუთის” პოვნა შეძლეს. ამას გარდა საჰაერო მიმოსვლის საკონტროლო კომპიუტერში შენახული ჩანაწერის შედეგად, შესაძლებელი გახდა პილოტის ბოლო სიტყვების მოსმენა. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, პილოტმა სადისპეჩეროს ძრავის გაუმართაობის შესახებ აცნობა.
ავიაკომპანია “ტრანსაზია ეარვეისის” კუთვნილი თვითმფრინავი დედაქალაქ ტაიპეისთან ახლოს დღეს ჩამოვარდა და მდინარე კილუნგში ჩაიძირა. ბორტზე 58 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ნაწილის წყლიდან ამოყვანა უკვე მოხერხდა. შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეზე გენერალ პუკაჩის ბრალდების საქმე გასაჯაროვდა
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნული სააგენტო აკაკი ბობოხიძეს პასუხობს