პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
კითხვაზე, ხომ არ შეიქმნა დაბრკოლება პრემიერ-მინისტრის სხდომაზე არდასწრების გამო, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ არ შექმნილა.
“დაბრკოლება არა, მაგრამ სჯობს ვიყოთ ხოლმე ყველანი”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.