სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ღვინოში საღებავი აღმოაჩინა

რუსეთში ბოთლ ღვინოზე ფასი 15-25 %-ით გაიზრდება

რუსეთში ბოთლ ღვინოზე ფასი 15-25 %-ით გაიზრდებასოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ზუგდიდის ერთ-ერთ მარკეტში ფალსიფიცირებული ღვინის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წითელი ნახევრადტკბილი ღვინო “ქინძმარაული” (0,75 ლიტრიან მინის ტარაში, ჩამოსხმის თარიღი 20.05.2015) გამოსაკვლევად შპს “ღვინის ლაბორატორიას” გადააგზავნეს.
“ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ დასახელებული ღვინო შეიცავს ხელოვნულ საღებავებს და არ შეესაბამება “ტექნიკური რეგლამენტის – ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესების შესახებ” მოთხოვნებს, კერძოდ, ნიმუშში დარღვეულია ორგანოლეპტიკური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა მოიკვლიეს და დაადგინეს, რომ აღნიშნული ღვინო წარმოებულია ი.მ “შალვა საპანაძის” მიერ, რომელსაც დაევალა მავნე ღვინის ბაზრიდან გამოთხოვა. ღვინის განადგურებაზე ზედამხედველობას სააგენტოს წარმომადგენლები განახორციელებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქმე შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, ღვინოზე კონტროლი გამკაცრებულია, სისტემატურად მოწმდება როგორც ჩამოსასხმელი, ასევე ბოთლის ღვინო. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ფალსიფიკაციის არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

banner
წინა სტატიაშიქალაქ რუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა, ბიჯეტის თანხებით ახალი ავტომობილები შეიძინეს
შემდეგი სტატია“ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოში – უპრეცენდენტო ნაბიჯი” – ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული “ბიბისი” სტატიას