სუპერთასის თამაშის ბილეთის შესაძენად რიგში 140 ათასი მოქალაქე დგას

სუპერთასის თამაშზე ბილეთების გაყიდვა ხარვეზებით მიმდინარეობს. როგორც biletebi.ge ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, ჯერჯერობით გაყიდულია 1500 ბილეთი, 143 00 მომხმარებელია რიგში.

“პრობლემა ფიქსირდება რიგის მენეჯმენტ კომპანიას და ჩვენს შორის. სისტემა მომხმარებლების ნაკადს უმკლავდება, თუმცა რიგის სისტემასთან კავშირში კვლავ შეფერხებებია,” – წერია განცხადებაში.

biletebi.ge მომხმარებელს იმასაც ატყობინებს, რომ დარჩენილ ბილეთებს შორის ყველა კატეგორიის ბილეთებია.

banner
წინა სტატიაში11 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის დაკავებულს თანასოფლელებმა სახლი დაუწვეს
შემდეგი სტატიათბილისის აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა