სუპერთასის ბილეთების ,,ცოცხალ რიგში” 3250 პირი უკვე ჩაეწერა

supertasiსუპერთასის ბილეტები უკვე გაყიდულია! დიახ, არც მეტი არც ნაკლები, გაყიდულია! ხვალ დილიდან ტყუილად მიხვალთ ვაკის პარკში. რატომ? როგორც ცნობილია 20 ათასი ბილეთს გამოიტანენ ხვალ გასაყიდად, დღეს კი…

 

უეფა-ს სუპერთასის მატჩის ბილეთების შეძენის მსურველთა რიგში ამ დროისთვის 3000-ზე მეტი პირია დარეგისტრირებული, – ამის შესახებ “ცოცხალი რიგის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ქადაგიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ე.წ. რიგის რვეულში მსურველთა 50 კაციანი 65 ჯგუფია. “უკვე რიგში ჩაწერილთა რაოდენობამ 50 კაციან 65 ჯგუფს გადააჭარბა. ეს არის დაახლოებით, 3250 პირზე მეტი, თუმცა ჩვენი გათვლებით კიდევ 1300-დან 1500-მდე მოქალაქეს შეუძლია მოსვლა და ცოცხალ რიგში ჩადგომა ისე, რომ ვაკის პარკში გადატვირთულობის პრობლემა არ შეიქმნას”, – აღნიშნა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, მატჩის ბილეთების შეძენის მსურველები “ცოცხალ რიგში” მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. “დღესაც, ისე, როგორც ეს იყო გასული ორი ღამის განმავლობაში, ვრჩებით “ცოცხალ რიგში” და დილით, როცა ბილეთების გაყიდვა დაიწყება, ჯგუფების მიხედვით რიგის დაცვით, მივალთ სალაროსთან და შევიძენთ ბილეთებს”, – განაცხადა ქადაგიძემ.
რიგის მოსაწესრიგებლად ვაკის პარკში რკინის ჯებირების მონტაჟი მიმდინარეობს. რიკინის ჯებირებით გადაიკეტება ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელი, ბილეთების შეძენის მსურველებს კი ვაკის პარკში შესვლა ე.წ. გვერდითა შესასვლელიდან შეეძლებათ. ისინი სწორედ აღნიშნულის შემდეგ შეძლებენ ბილეთების შეძენის მსურველთა რიგში ჩადგომას.
რკინის კონსტრუქციების ადგილზე მიტანა შსს-ს გადაწყვეტილებით მოხდა. ადგილზე ამჟამად საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშისოციალურ ქსელში სკანდალური ვიდეო გავრცელდა+ვიდეო
შემდეგი სტატიავატიკანში პედოფილიაში ბრალდებულ პოლონელ არქიეპისკოპოსს ასამართლებენ