სტიქიის დროს დაღუპული მაშველი სოფელ აღაიანში დაკრძალეს

mashveli 2 mashveli 3 mashveli 4

თბილისში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი, ზურაბ მუზაშვილი კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დაკრძალეს.
დაკრძალვას ახლობლებთან და თანასოფლელებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სოფელ აღაიანში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზვიად ქაწაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელი.
ზურაბ მუზაშვილი დაკრძალვის პროცესიაში მონაწილე პირებმა სოფლიდან სასაფლაომდე ფეხით მიაცილეს და სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის” (სიკვდილის შემდეგ), საქართველოს პრეზიდენტმა, გუშინ დააჯილდოვა.

banner
წინა სტატიაში“ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე თხევადი ქლორის ორი ერთტონიანი ავზი იპოვნეს
შემდეგი სტატიასტიქიის დროს დაღუპული ახალგაზრდა გოგონები სამეგრელოში დღს დაკრძალეს