სტიქია სამეგრელოში

სტიქია სამეგრელოში

სტიქია სამეგრელოში12 მარტს, საღამოს ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს. ჩხოროწყუს ხუთ სოფელს (მუხური, ჭოღა, თაია, ნაფიჩხოვო, ზუმი) ქარმა 36 საცხოვრებელი სახლი დააზიანა. სახლების ნაწილს სახურავი მთლიანად ახდილი აქვს, ნაწილს კი ნაწილობრივ.

რაც შეეხება წალენჯიხას– სოფლებში: ჯგალში, მიქავაში, საჩინოსა და ობუჯში პირველადი მონაცემებით 15 საცხოვრებელი სახლის სახურავია დაზიანებული. ზარალს, როგორც წალენჯიხაში ასევე ჩხოროწყუში სპეციალური კომისია სწავლობს.
კომისიის მიერ ზარალის დადგენის შემდეგ მონაცემებს ჩხოროწყუს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გააგზავნიან.

banner
წინა სტატიაშიჟერარდის გამოსათხოვარი მატჩის შემადგენლობა დასახელდა
შემდეგი სტატიააფხაზების უშიშროებამ საზღვარზე ყაჩაღობის ბრალდებით გიგა ბერანძე დააპატიმრა