სტიქია ლაგოდეხში

961626_10202913460797341_1482586803_nლაგოდეხში ხანგრძლივი გადაუღებელი წვიმის შედეგად ვენახები და საძოვრები დაიტბორა. ადიდებული ალაზანი ნაკვეთებში შევარდა. სტიქიამ ყველაზე მეტად სოფელი აფენი დააზარალა. ვენახების გარდა, იქ ნახევარმეტრიანი წყლითაა დატბორილი სიმინდის ყანები, საზამთროსა და ნესვის ბაღებიც.
სოფელ აფენში დატბორილია რამდენიმე ათეული ჰექტარი ვენახი. განადგურდა საზამთროს ბაღები. მოვარდნილი წყლის გამო, გურჯაანი–ლაგოდეხის ცენტრალურ მაგისტრალზე, რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო სატრანსპორტო მიმოსვლაც.
ადგილზე ტექნიკის მობილიზება და შესაბამისი სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ადგილობრივები ხელისუფლებისგან ჯებირების გამაგრებასა და სანიაღვრე სისტემის მოწერიგებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზებს ახალი დე-ფაქტო შსს-ს მინისტრი ჰყავთ
შემდეგი სტატია,,ჰამასის,, ბაზასთან აფეთქება მოხდა… ათეულობით ადამიანი დაჭრილია