13 ივნისის სტიიის დროს დაკარგული სამი ადამიანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. დილიდან მტკვარზე გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდიანრეობს. მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მობილიზებულია 30 ერთეული მძიმე ტექნიკა. სანაპიროზე იმყოფებიან დაკარგულების ოჯახის წევრებიც.
პროცესის დაწყებისთვის ღამის 12 საათიდან ორთაჭალაჰესის ფარები გახსნეს, რამაც მტკვრის დონის ცვლილება გამოიწვია. ამის შესახებ მოსალხოება შესაბამისმა უწყებებმა წინასწარ გააფრთხილეს. დღეს მაშველებმა მტკვარში რამდენიმე ცხოველის ნეშტს მიაგნეს.