სტამბულში ტაილანდის საკონსულზე თავდასხმა მოხდა

tayland-baskonsoloslugu-na-baskin--1593754წუხელ სტამბულში ტაილანდის საკონსულოზე თავდასხმა მოხდა…

თავდასმხმელებმა, რომლებიც თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, თურქული ეთნიკური ჯგუფის უიგურების დიასპორის წარმომადგენლები იყვნენ, ხელკეტებით და ქვებით შეირაღებულებმა, ფანჯრების ჩალეწვის შედეგად  შეაღწიეს საკონსულოს შენობაში… შესულებმა დაარბიეს შენობა, დაამტვრიეს ავეჯი და ელექტროტექნიკა…

შენობის დარბევის დროს უიგურები ყვიროდნენ ტაილანდის ხელისუფლების საწინააღმდეგო ბრალდებებს და იგინებოდნენ. თურქულმა პოლიციამ თითქმის ერთი საათის შემდეგ მოახერხა შენობის განთავისუფლება. თავდამსხმელთა და დაკავებულთა ზუსტ რაოდენობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება…

saldiri3აღსანიშნავია, რომ თავდასხმის დროს, საკონსულოში არ იმყოფებოდნენ ტაილანდის მოქალაქეები და ამიტომ ისინი უვნებელი გადაურჩნენ ინციდენტს…

უიგურების მხრიდან მსგავსი აგრესია, გავრცელებული ინფორმაციით, გამოიწვია ოფიციალური ბანგკოკის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც 97 არალეგალი უიგურის ჩინური ხელისუფლებისათვის გადაცემა ხდება… ამ დოისთვის 47 ემიგრანტი უკვე დააბრუნეს ჩინეთში.

შეგახსენებთ, რომ ძველი თურქული ტომის, უიგურების 10 მილიონზე მეტი  წარმომადგენელი ამჟამად ჩინეთის პროვინცია სინძიანის უიგურთა ავტონომიურ რაიონში ცხოვრობს და ჩინეთისგან სევიწროებას განიცდის… 2009-10 წლებში, ჩინელებთან მომხდარი შეტაკებების დროს უიგურთა ათასობით წარმომადგენელი დაიღუპა. ამას გარდა უიგურები, თიტქმის 60 ათასამდე ცხოვრობენ თურქეთში, 240 ათასამდე ყაზახაეთში,   50 ათასამდე ყირგიზეთში, უფრო ნაკლები პაკისტანსა და საუდის არაბეთში. ამ ხალხის უდიდესი უმრავლესობა სუნიტი მუსულმანია.

banner
წინა სტატიაშიახალდაბასთან მეწყერის განმეორებაა მოსალოდნელი
შემდეგი სტატიალიკა კიკიანმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა