სტამბულში მოკლული ტერორისტი 3 თვით ადრე მომხდარ ტერაქტში მკვდარი ეგონათ

CBhpnNhWoAA9Eaj1 აპრილს სტამბულში პოლიციის სამმართველოს შენობაზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისას, პოლიციის მხრიდან გახსნილი საპასუხო ცეცხლით ტერორისტი ქალბატონი მოკლეს… თავდამსხმელმა ქალმა, რომელიც ,,კალაშნიკოვის,, ტიპის ავტომატით, პისტოლეტითა და 2 ხელყუმბარით იყო შეიარაღებული,  ერთი ხელყუმბარის აფეთქება მოასწრო და შემდეგ ,,კალაშნიკოვიდანაც,, გახსნა ცეცხლი.

თურქულ მედიაში თავიდანვე გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონთან ერთად კიდევ ორი მამაკაცი ტერორისტი იმყოფებოდა, რომელთაც მიმალვა მოასწრეს… თუმცა დღის ბოლოსთვის გავრცელებული ინფორმაციით, თურქული მედია აცხადებს, რომ შესაძლოა თავდამსხმელი ქალბატონი სრულიადაც მარტო იყო.

1 აპრილის ღამის საათებში, თურქეთის პოლიციამ გაავრცელა ცნობა ლიკვიდირებული ტერორისტი ქალბატონის ვინაობის შესახებ… ის 3 თვის წინ სტამბულში პოლიციის შენობასთან   მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი ელიფ სულთან კალსენი აღმოჩნდა…

საქმე იმაში გახლავთ, რომ იანვრის დასაწყისში სტამბულის ერთერთი უბნის პოლიციის შენობასთან მისულმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა ხელყუნბარა ააფეთქა, რის შედეგადაც თვითონ ტერორისტი და მასთან ერთად ერთი პოლიციელიც დაიღუპა, ხოლო კიდევ ორმა პოლიციელმა ჭრილობები მიიღო. იმ პერიოდში, თუქრულ მედიაში, თურქ სამართალდამცავებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმკვლელი ქალბატონი თურქეთის რევოლუციური სახალხო ხსნის ფრონტის მებრძოლი  ელიფ სულტან კალსენი იყო… ეს ინფორმაცია მაშინ სააგენტო ,,თაიმერის,, მიერაც იქნა გავრცელებული. თუმცა, ამ ამბებიდან დაახლოებით ერთი თვის მერე, ტურქეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებულ ტერორისტი ქალბატონის გვამში ნათესავებმა კალსენი ვერ ამოიცნეს… რამაც თურქული პოლიცია საგონებელში ჩააგდო  და ცოტა ხანში გავრცელდა სხვა ვერსია, რომ აფეთქებული ტერორისტი არა კალსენი, არამედ რუსეთის მოქალქე ჩეჩენი ეროვნების ქალბატონი იყო.

ძებნილმა კალსენმა თავი მაინც გამოიჩინა და 1 აპრილს მაინც შეაკლა თავი თურქულ პოლიციას… თურქული მედია 31 მარტს მომხდარ ტერაქტსა და 1 აპრილს კალსენის მიერ მოწყობილ თავდასხმას შორის პირდაპირ კავშირს ხედავს, რადგან კალსენიც იმავე პარტიის წევრია, რომლის წევრებმაც ერთი დღით ადრე სტამბულის იუსტიციის სახლში პროკური აიყვანეს მძევლად… იუსტიციის სახლში ჩატარებულ სპეც-ოპერაციას, როგორც პროკურორი ასევე ორივე ტერორისტი ემსხვერპლა. ვრცელდება ვერსია, რომ კალსენი წინა დღით დაღუპულ თანაპარტიელებზე შურისძიებას ცდილობდა…

დღეს თურქული მედიით გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანდა ლიკვიდირებული ტერორისტი ქალბატონი, რომელიც წინა ტერაქტის დროს გავრცელებულ  ელიფ სულთან კალსენის ფოტოებზე აღბეჭდილ ქალს დიდად არ გავდა… შესაძლებელია ძებნილმა ტერორისტმა კალსენმა, მისი ვინაობის გამოაშკარავების შიშით  გარკვეულწილად შეიცვალა გარეგნობა და იმედია ამჯერდაც არ ცდებიან თურქი სამართალდამცავები.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიამერიკელებმა სელფის გადასაღები ფეხსაცმელი გამოიგონეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაჯანელიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს