სტამბულში ანტიტერორისტული ოპერაცია სისხლით დასრულდა

caglayan-adliyesi-nde-kanli-son-savci-yarali-3-dhkp-c-li-oldurulduთურქული სააგენტოების ცნობით, დღეს სტამბულის იუსტიციის სახლში ტერორისტების მიერ საკუთარ სამუშაო კაბინეტში მძევლად აყვანილი, ცნობილი პროკურორის, მეჰმეთ სელიმ ქირაზის გასანთავისუფლებლად, თურქეთის დროით 20:30 საათზე დაწყებული ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დასრულებულია.

პროკურორის მძევლად ამყვანი  ტერორისტები ლიკვიდირებულია… თავად პროკურორი მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, აცხადებს თურქული მედია, რომელსაც აქამდე თურქეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ ამ თემაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინფორმაციის გავრცელება აეკრძალა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პროკურორი ქირაზი, მიყენებული ჭრილობისაგან საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

სხვა დეტალები სპეცოპერაციაზე ამ დროისთვის უცნობია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი მთავრობისთვის კრიტიკას არ იშურებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა რუსთავი2-ის ეთერში სენსაციური განცახდება გააკეთა