სტამბულის ტერაქტში ეჭვმიტანილები ჩეჩნური წარმოშობის რუსეთის მოქალაქეები არიან

სტამბულში 6 იანვარს მომხდარი ტერაქის დროს თვითმკვლელმა ქალბატონმა თავი პოლიციის შენობაში აიფეთქა, რასაც 2 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. 12 იანვარს კი ამ ტერაქტის მოწყობაზე ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან 3 უცხოელია, სავარაუდოდ ჩეჩნური წარმომავლობის.

თურქული წყაროების მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა მარქსისტულმა რევოლუციური სახალხო განმანთავისუფლებელმა ფრონტმა აიღო და ტერაქტის მომწყობი ქალბატონის ვინაობაც გაცხადდა, ის ელიფ სულთან კელსენი გახლდათ, თუმცა მორგში გვამის წასაღებად მისულმა კელსენის ნათესავებმა არ დაადასტურეს გარდაცვლილის ვინაობა.

მოგვიანებით, ტაქსის მძღოლის (რომელმაც ტერორისტი ქალი შემთხვევის ადგილზე მიიყვანა) დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ეს ქალბატონი გზად რუსულად საუბრობდა. ამ და პოლიციის მიერ მოპოვებულ სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით, თურქული წყაროები აცხადებენ, რომ თვითმკვლელი ტერორისტი ქალი, ვინმე დიანა რამაზოვა, შესაძლოა ჩეჩნური წარმოშობის რუსეთის მოქალაქე იყო.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი _ კოტე კუბლაშვილი იყო და დღესაც არის მარიონეტი “ნაციონალური მოძრაობის” ხელში
შემდეგი სტატიამამა ილია კარტოზიას საქართველოში შაბათს გადმოასვენებენ