სტამბოლში სროლის შედეგად პოლიციელი დაიჭრა

სროლა სტამბოლში – ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ტურისტებში პოპულარულ დოლმა – ბაჰჩეს სასახლის შესასვლელთან გახსნა. გავრცელებული ცნობით დაიჭრა ერთი პოლიციელი. თვითმხილველთა განცხადებით გასროლამდე მათ აფეთქების ხმაც გაიგეს.

ქუჩა, სადაც სასახლე მდებარეობს, სამართალდამცველებმა გადაკეტეს, შენობიდან კი ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა. თავდამსხმელები, რომლებიც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებული, მოგვიანებით პოლიციამ გერმანიის საელჩოსთან დააკავა.

გუშინ ისლამურმა სახელმწიფომ თანამოაზრეებს ვიდეოჩანაწერით მიმართა და სტამბოლის აღებისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3245 ლარი გახდა
შემდეგი სტატია“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს