,,სტალინის ძეგლების ქვეყანას, ევროპული ოჯახის წევრობაზე პრეტენზია ვერ ექნება,,

stalin-statuetევროპარლამენტის დეპუტატი, ლიტველი პიატრას აუშტრიავიჩუსი, საქართველოში მიდინარე ცვლილებებით აშკარად არაა აღფრთოვანებული, თუმცა ყველაზე მეტად მას საქართველოში  სტალინის ძეგლების აღორძინება აღიზიანებს–აცხადებს ლიტვური პრესა.

,,ქვეყანას, რომელიც სტალინის ძეგლების აღდგენით არის დაკავებული, ევროპულ ოჯახში ადგილის დაჯავშნის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს,, განაცხადა აუშტრიავიჩუსმა, რომლიც ევროპარლამენტის გარდა ლიტვის ლიბერათა საიუდისის წევრია.

აუშტრიავიჩუსის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სტალინის 6 ძეგლია აღდგენილი და დადგმული… ,,იმ ადამიანის ძეგლი, რომელიც მილიონობით ადამიანის განადგურებაზე და საშინელ დანაშაულებზეა პასუხისმგებელი… მათ შორის თავად ქართველების წინაშე,, აღნიშნავს ევროპარლამენტის წევრი.

ლიტვური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, აუშტრიავიჩუსი გოგი თოფაძის ცნობილ გამონათქვამებსაც ეხმაურება სტალინის მიმართ და აცხადებს რომ ქართველი დეპუტატის ასეთი განცხადებები მიუღებელია ცივილიზებული ქვეყნისთვის… ,,სააკაშვილის მმართველობის დროსაც არ იყო ყველაფერი ,,ვარდებით  მოფენილი,, მაგრამ, იმ საგანგაშო სიგნალების,  რომელიც დღეს საქართველოდან მოდის, იგნორირება შეუძლებელია,, აცხადებს ლიტველი ლიბერალი.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში,, გამომძიებლებს ასეთ სისულელეზე ივანიშვილის დაკვეთით აწვალებენ და დროს აკარგინებენ”
შემდეგი სტატიარეზო ამაშუკელი: “ახლა ვინც ინგლისურად ლაპარაკობს, ყველა “პიდარასტი” მგონია”