„სრულიად შესაძლებელია 2016-ში საქართველოს და უკრაინას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ჰქონდეთ“

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ საქართველოს და უკრაინას შეუძლიათ 2016 წელს ევროკავშირის შენგენის ზონაში, უვიზო მიმოსვლას მიაღწიონ, თუ გულმოდგინედ იმუშავებენ.

დონალდ ტუსკი „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ყველაფერი საქართველოს და უკრაინის ძალისხმევაზეა დამოკიდებული.

“ყველაფერი მათ ძალისხმევაზე და სიმტკიცეზეა დამოკიდებული. უვიზო მიმოსვლა შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის ოფიციალური დაპირება, რადგან ჩვენ პროცესის შუაში ვართ. მაგრამ პროგრესი ორივე ქვეყანაში – საქართველოსა და უკრაინაში, ნამდვილად იმედის მომცემია. დღეს რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ჩვენ შესაძლოა ნოემბერში შემდეგი შეფასება გვექნება და თუ პროგრესი ისეთივე პერსპექტიული იქნება, როგორიც დღესაა, ვფიქრობ 2016-ში ეს სრულიად შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ტუსკმა.

მან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობის ოცნება რაღაც ახალია.

„მათ, ვგულისხმობ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას უფლება აქვთ ჰქონდეთ ოცნება, მათ შორის ევროპული ოცნება და მე ვფიქრობ, ჩვენი მოვალებოაა, ასევე პირად პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ გავცეთ არა ცარიელი დაპირებები, რომ ეს შესაძლებელია ხვალ ან ზეგ, მაგრამ ვუჩვენოთ გზა ევროპისკენ. ჩვენი ვალდებულებაა ვთქვათ სიმართლე. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება დიდი იმედგაცრუება ამ საზოგადოებებში“, – აღნიშნა ტუსკმა.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება დეპუტატებსა და გარემოს დაცვის მინისტრს შორის – ხმაური კომიტეტის სხდომაზე
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს