სროლა წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურების კონკურსზე

დალასი 1აშშ-ში დალასში, სადაც წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურების კონკურსი მიმდინარეობდა, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს.
შედეგად ორი შეიარაღებული მამაკაცი მოკლულია. ერთი დაცვის თანამშრომელი კი დაჭრილი.
პოლიციამ კეტრინ კალველას ცენტრის ბლოკირება მოახდინა და მონაწილეებს სთხოვა საკუთარი უსაფრთხოების გამო ქუჩაში არ გასულიყვნენ.
გამოფენას ესწრებოდა ანტიისლამისტური შეხედულებებით ცნობილი ჰოლანდიელი პოლიტიკოსი გერტ ვილდერსიც.
გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ „ასოსეითედ პრესს“ აცნობა, რომ მან დაახლოებით 20 გასროლა გაიგონა, სავარაუდოდ, გასროლა მოხდა მანქანიდან, რომელმაც შენობასთან ჩაიარა.
სააგენტო რეიტერის ცნობით, ორი შეიარაღებული მამაკაცი მანქანით კონფერენს-ცენტრთან მივიდა მაშინ, როცა ღონისძიება დასასრულს უახლოვდებოდა და დაცვას გაუხსნა ცეცხლი, რომელიც ფეხში დაიჭრა. გახსნილი საპასუხო სროლის შედეგად ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

banner
წინა სტატიაში„ისრაელის ბალტიმორი“: მასობრივი არეულობები თელ-ავივში
შემდეგი სტატია„ღამის მგლებს“ გერმანიისკენ გარბენნის გაგრძელების უფლება მისცეს