სროლა პარიზის სამხრეთით – დაჭრილია პოლიციელი

თავდასხმების სერია პარიზში გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ პარიზის სამხრეთით, ერთ-ერთ რაიონში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ორ პოლიციელს ესროლეს. მძიმედ დაშავდა ერთ-ერთი სამართალდამცველი, რომელი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალია. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ირკვევა მომხდარის დეტალებიც. ერთ-ერთი გამოცემის თანახმად, პოლიციელებმა მოჩხუბარი მოტოციკლისტების გაშველება სცადეს, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა და გაიქცა. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, თუმცა მეორე ეჭვმიტანილმა გაქცევა მოახერხა.

banner
წინა სტატიაშიფოთში შტორმია მოსალოდნელი
შემდეგი სტატიამესტიის რაიონის უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება