სროლა ამსტერდამ-პარიზის მატარებელში

სროლა ამსტერდამ-პარიზის მატარებელში

სროლა ამსტერდამ-პარიზის მატარებელშიამსტერდამ-პარიზის მატარებელში, ქალაქ აპპასთან ახლოს, რომელიც ჩრდილოეთ საფრანგეთშია, ჩქაროსნულ მატარებელ Thalys-ში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა.
თავდამსხმელის გაიტრალება თვითონ მგზავრებმა შეძლეს. მატარებელი საავარიოდ გააჩერეს ერთ-ერთ სადგურზე და ბოროტმოქმედი პოლიციას ჩააბარეს.
მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ მსროლელის განეიტრალება ორმა ამერიკელმა სამხედრომ შეძლო, რომლებიც მატარებლის მგზავრები იყვნენ. ერთ-ერთ მათგანს მსუბუქი ჭრილობა აქვს მიყენებული.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მათ მადლბა გადაუხადა “სწრაფი რეაქციისა და სიმამაცისთვის”. მისი სიტყვებით, “მათმა გმირულმა საქციელმა სერიოზული ტრაგედია ააცილა მგზავრებს”.
როგორც აღმოჩნდა, ბოროტმოქმედი 26 წლის მაროკოელია. რატომ გახსნა მან ცეცხლი, ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

რკინიგზის ნაციონალური კომპანიის განცხადებით, შემთხვევისას მძიმედ დაიჭრა სამი მგზავრი. ბოროტმოქმედს ჰქონდა როგორც ცეცხლსასროლი, ასევე ცივი იარაღი. გავრცელებული ინფორმაციით, მან კალაშნიკოვიდან ისროლა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრი სპეციალურად ჩავიდა ქალაქ ბერნარში

banner
წინა სტატიაშიუნივერსიტეტი გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური კვლევების შეჩერებას უარყოფს
შემდეგი სტატიაერაყში ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს