სპეციალური ტექნიკა ფასანაური-გუდაურის გზის მონაკვეთზე მუშაობს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაურის მონაკვეთის გაწმენდა დაწყებულია. გზის ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი უკვე მოიხსნა. იმ შემთხვევაში, თუკი მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდება, გუდაურამდე გზის გაწმენდა დღის ბოლომდე დასრულდება.

ამ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებში გუშინ დაწესებული რეჟიმი ისევ შენარჩუნებულია. ყველა ადგილზე სადაც დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები.

banner
წინა სტატიაშიტურისტები გუდაურში ასვლას ვერ ახერხებენ
შემდეგი სტატიაუკრაინელი დეპუტატი და ტყვედჩავარდნილი პილოტი ციხეში შიმშილობს