სოხუმში რუსულენოვან სარეკლამო ბანერებს აფხაზურ ენაზე თარგმნიან

სოხუმში რუსულენოვან სარეკლამო ბანერებს აფხაზურ ენაზე თარგმნიან

სოხუმში რუსულენოვან სარეკლამო ბანერებს აფხაზურ ენაზე თარგმნიანსოხუმში რუსულენოვან სარეკლამო ბანერებს აფხაზურ ენაზე თარგმნიან. ამის
შესახებ Sputnik-Абхазия – თან საუბარში ქალაქის ე.წ. მერიის სარეკლამო სამსახურის მთავარმა სპეცილისტმა კრისტინა ხვინგიამ განაცახადა.
მისი თქმით, აფხაზურ ენაზე ფასადებზე განთავსებული სარეკლამო აბრების მხოლოდ 20% თარგმნილი.
სამმართველომ მიზნად დაისახა ყველა სარეკლამო აბრისა და ბანერის დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. „რეკლამისა და“ სახელმწიფო ენის“ შესახებ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზურ ენაზე უნდა ითარგმნოს ისეთი წარწერები, როგორიცაა:მაღაზია, აფთიაქი და სხვ.
კრისტინა ხვინგიამ კერძო მფლობელებსაც მოუწოდა, რაც შეიძლება ხშირად გამოიყენონ აფხაზური დასახლებები.
1 აპრილის შემდეგ სარეკლამო წარწერების განთავსება მხოლოდ ე.წ. მერიის სარეკლამო განყოფილებასთან შეთანხმების შემდეგ გახდება შესაძლებელი, წერს გამოცემა.

banner
წინა სტატიაშიმერკელი და ოლანდი პარიზში უკრაინის კრიზისს განიხილავენ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი კიევში “ღირსების მარშში” მიიღებს მონაწილეობას