სოხუმის N10 სკოლა – დირექციის გათავისუფლება გადაწყვეტილია

სოხუმის N10 სკოლა - დირექციის გათავისუფლება გადაწყვეტილია

skolaსოხუმის მე-10 საშუალო სკოლის კოლექტივი აცხადებს, რომ ქალაქის განათლების სამმართველოს ხელმძღვანელმა ლუდმილა ადლეიბამ სკოლის დირექციას ახსნა-განმარტების გარეშე გაანთავისუფლებს.

“ლუდმილა ადლეიბამ გვითხრა, რომ საკითხი გადაწყვეტილია და თუ გინდათ მიტინგი მოაწყვეთო. საჭირო თუ გახდა, ვფიქრობ, ვიპოვით საკუთარ თავში ძალას, ეს რომ გავაკეთოთ, თუმცა ამის დიდი სურვილი არ გვაქვს.ცხადია, სასწავლო წლის აქციით დაწყება სწორი გადაწყვეტილება არ მგონია ” – ამბობს სკოლის პროფკომიტეტის თავმჯდომარე ასიდა ბარგანჯია.
ადლეიბას აზრით, მას გააჩნია დოკუმენტები, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ კოლექტივი დათხოვნილი იქნას. სკოლის დირექტორის ლარისა ბარციცის თქმით, მან არ იცის რა დოკუმენტებზე შეიძლება იყოს საუბარი. მისივე თქმით, განთავისუფლების შემთხვევაში ის სასამართლოს მიმართავს.

banner
წინა სტატიაში“ტრენდი” – თურქეთის სახელმწიფო კომპანიამ “Botas” გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
შემდეგი სტატიაპოროშენკომ ნაციონალური პოლიციის შექმნის შესახებ კანონს მოაწერა ხელი