სოხუმის ცნობილი საათი ისევ მუშაობს.როგორც აფხაზური მედია იტყობინება საათზე,რამდენიმე წლის განმავლობაში პროფილაქტიკური სამუშაოები არ ჩატარებულა და იგი მწყობრიდან იყო გამოსული.ადგილობრივების თქმით, იმის მიუხედავად, რომ საათი მუშაობს, მას ხარვეზები მაინც ააქვს.საათის შესაკეთებლად, აფხაზურმა ხელისუფლებამ სპეციალისტები მოსკოვიდან ჩამოიყვანა.
სოხუმის ცნობილი საათი ქალაქის 1914 წელს აშენებული ადმინისტრაციული შენობის თავზე 1950 წელს დამონტაჟდა.