სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა აქციის ფონზე დაიწყო

სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტთან აქცია მიმდინარეობს. აქციას “აფხაზთა კრების” და “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები მართავენ.

,,ეს არის ანტისაოკუპაციო გამოფენა, რომელიც ორი დღის წინ დაიწყო და დევნილთა დასახლებებში ყოველდღე იმართება. გამოფენა-აქცია ერთ კვირას გასტანს და მისი თქმით, 27 სექტემბერს კანცელარიის წინ დიდი მიტინგით დასრულედება”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებს გამოფენილი ჰქონდათ ბანერი წარწერით: “ჩატარდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩვენები”, ასევე სოხუმის უნივერისტეტის შესასვლელთან წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტოგამოფენა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, აქციის დევიზია “არა ოკუპაციას”. მამუკა ბერიას თქმით, აფხაზეთის ამჟამინდელი მთავრობა არის კოლაბორაციონისტული და ის უნდა გადადგეს.

აქციაზე მცირე ინცინდენტიც მოხდა. თავისუფალი ზონის წევრმა დავით გოგოხიამ ფოტოკორესპონდენტს ნუგზარ კერესელიძეს უსაყვედურა, რომ ის არის “ენტევეს” წამრომადგედენელი. მან კორესპონდენტს “პუტინის ლეკვი ” უწოდა. თავის მხრივ, კერესელიძემ გოგოხიას უზრდელი უწოდა. კერესელიძემ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ სისულელეზე პასუხი არ აქვს.

უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მივიდა, რომელიც აქციის მონაწილეებმა შენობაში შეძახილების ფონზე შეაცილეს.

ცნობისთვის დღეს სოხუმის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა პირველკურსელებთან საზეიმო შეხვედრას მართავს.

banner
წინა სტატიაშიUNESCO-სთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
შემდეგი სტატიასაერთაშორისო ორგანიზაციები “პანორამა თბილისის” მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან