სოხუმის პროზექტურიდან სამი ქართველის ცხედარი გაუჩინარდა

სოხუმის პროზექტურიდან სამი ქართველის ცხედარი გაუჩინარდა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, პროზექტურაში ორი უცნობი პირი დღეს, გამთენიისას შეიპარა და საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთა ცხედრები გადაასვენეს.

აფხაზური მედიის ინფორმაცით, ორმა ნიღბიანმა პირმა პროზექტურის მორიგე დააშინა და შენობიდან ჯანო აქუბარდიას, ლევან ხარგელიას და ნუკრი ხურცილავას ცხედრები გაიტანა.

ერთერთი ვერსიით, ცხედრები მოკლული ნერსესიანის თანამებრძოლებმა გაიტაცეს და კვალის არევის მიზნით დაუწვეს სახლები აქუბარდიას და ხარგელიას გალის რაიონში.

სამი ქართველი გალის რაიონში 12 იანვარს. ე.წ. ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეიკლ სააკაშვილს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში მასალები გააგზავნა
შემდეგი სტატიაიური ვაზაგაშვილის გარდაცვალებას სახალხო დამცველი ფეისბუქის საშუალებით ეხმაურება