წვიმის გამო საქართველო-რუსეთის საზღვარზე მანქანების 5 კილომეტრიანი საცობია შექმნილი. საცობი “გეჩრიპში” შექმნილი დატბორვის გამო შეიქმნა. დატბორილია მაღაზიები, სახლების პირველი სართულები. აფხაზეთის ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის ცნობით, გაგრაში თითქმის ერთი თვის ნალექი მოვიდა. მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. მძიმე სიტუაციაა სოჭშიც.