სოც–უზრუნველყოფის სამსახურიდან თეატრის დირექტორამდე

get_img1ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალი მმართველი ჰყავს. ზურაბ ეგუტიას დანიშნვის შესახებ სპეციალურ ბრძანებულებას კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელი 25 მაისს მოაწერა. ზურაბ ეგუტია ოფიციალურად თეატრის მმართველის პოსტზე საქმიანობას დღეიდან შეუდგა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ეგუტია წინა ხელისუფლების პერიოდში სოც–უზრუნველყოფის რეგიონალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი იგი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გახდა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე 2015 წლის თებერვლის თვემდე იმუშავა. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რეფორმის დაწყებისთანავე ზურაბ ეგუტია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი ხელისუფლებას – არ იქნება ის, რასაც თქვენ ელოდებით
შემდეგი სტატიამეტროსადგურ “ტექნკურ უნივერსიტეტში” ბავშვს ესკალატორში ფეხი ჩაჰყვა